“კფირი კვირას ბარბაროსულად აიყვანა ტყვეობაში “ჰამასმა” – დაგვეხმარეთ მის სახლში დაბრუნებაში” – ისრაელის საელჩო
“5 დღეა, მათი საწოლები ცარიელია – კფირი კვირას ბარბაროსულად აიყვანა ტყვეობაში “ჰამასმა”, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
“5 დღეა, მათი საწოლები ცარიელია.
5 დღეა, მარტონი არიან ღაზაში.
5 დღე გავიდა დედასთან ყოფნის შემდეგ.
კფირი კვირას ბარბაროსულად აიყვანა ტყვეობაში “ჰამასმა”.
შეხედეთ მას.
დაგვეხმარეთ მის სახლში დაბრუნებაში”, – წერს საელჩო.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.