ისრაელმა ლიბანის საზღვართან რეზერვისტები გაგზავნა
ისრაელმა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში რეზერვისტების ნაწილები გაგზავნა.
ამის შესახებ Times of Israel-ი წერს.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ რეზერვისტები ლიბანის საზღვრის გასწვრივ მდებარე ქალაქებში განალაგეს“, – წერს გამოცემა.
მედიის ცნობით, ამ ქვედანაყოფების ამოცანაა ტერიტორიის პატრულირება, საგუშაგოების მოწყობა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს სიტუაციის გაუარესებას ქვეყნის ჩრდილოეთში.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოებიდან პაციენტების გადაყვანა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაიწყეს.