ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 100-მდე გაიზარდა
ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 100-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა საერთო რაოდენობა ამჟამად 5 339-ს შეადგენს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაშავებულთა დაახლოებით 60% ბავშვები და ქალები არიან.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო.
თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.