მინისტრთა საბჭოს სოხუმის შენობაში, სავარაუდოდ, სასტუმრო „პრეზიდენტი“ გაიხსნება

მინისტრთა საბჭოს სოხუმის შენობაში, სავარაუდოდ, სასტუმრო „პრეზიდენტი“ გაიხსნება.

ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსკოვში აფხაზ სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა, – წერს Ekho Kavkaza.

„არსებობენ ინვესტორები, რომლებიც მზად არიან, განახორციელონ ინვესტიცია მთავრობის სახლის რეკონსტრუქციაში. ექსპერტიზა დაინიშნა და უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ პასუხი, შეიძლება თუ არა ამ შენობის დასრულება, დატოვება ან მოგვიწევს მისი დანგრევა. დასკვნა მოვა და გაირკვევა, ვფიქრობ, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ. იმიტომ, რომ არიან ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით“, – აღნიშნა მან.

ბჟანიამ დასძინა, რომ “აფხაზეთის ხელისუფლება არ აპირებს სახელმწიფო აპარატის გაზრდას”, „ამის საჭიროება არ არის“.

მისი თქმით, საუბარია „სასტუმრო პრეზიდენტის“ გახსნაზე, ასევე, ვლადისლავ არძინბას სახელობის მოედნისა და “აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის მოწყობაზე”.

სოხუმის თავისუფლების მოედანზე მდებარე მინისტრთა საბჭოს შენობა 1993 წლის ომის დროს დაიწვა და დღემდე არ არის აღდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები