“ბავშვი კომაშია” – მოზარდს, რომელსაც პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

მოზარდი, რომელსაც გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა, კომაშია.

9 წლის ბიჭის ახლობლები სოციალურ ქსელში პოსტებს ავრცელებენ და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

“ბიჭს თვალში კისტის ტყვია მოხვდა და გადავიდა ტვინში, დააზიანა ტვინის უჯრედები. კომაშია. თითო ლარით შევეწიოთ პატარას, გთხოვთ. #მაქსიმალურადგააზიარეთ

#GE98TB7359545061100059

#GE27BG0000000537697223”,- წერენ მოზარდის ახლობლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები