მიხეილ სარჯველაძე: თუ ისრაელიდან ჩარტერის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, დაინიშნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ისრაელიდან ჩარტერის საჭიროება იქნება, დაინიშნება.
მისივე თქმით, ყველა კონკრეტულ დეტალზე დაკვირვება ხორციელდება და ამის მიხედვით რელევანტური გადაწყვეტილებები მიიღება.
„საქართველოს ელჩი, მთლიანად საქართველოს ხელისუფლება მოტივირებულია, რომ არ იყოს არავითარი დეტალი, რაც შეიძლება, მხედველობიდან გამორჩენილი იქნეს, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყველა კონკრეტულ დეტალზე დაკვირვება ხორციელდება და ამის მიხედვით რელევანტური გადაწყვეტილებები მიიღება. მე რომ ახლა გიპასუხოთ, ჩარტერი უნდა დაინიშნოს თუ არა, რომელ საათზე და რომელი ქალაქიდან, ეს არ იქნება კორექტული, უნდა ვადროოთ რელევანტურ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც ამაზე იმსჯელებენ და მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, თუკი საფუძველი იქნება. მარტო იმიტომ დაინიშნოს, რომ მზრუნველობის აქტი გამოიხატოს, არ იქნება სწორი, თუკი იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, დაინიშნება”, – განაცხადა სარჯველაძემ.