ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  განუცხადეს, ძირითადად პრობლემები საბურთალოს რაიონში შეიქმნა.

„ძირითადად პრობლემები საბურთალოს რაიონში შეიქმნა, კონკრეტულად ვაჟა-ფშაველას და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე, სადაც ხეს მოტყდა ტოტები და გზაზე დაეცა. ასევე, პოლიტკოვსკაიაზე დაპარკინგებულ მანქანას დაეცა ხის ტოტები, თუმცა არავინ არ დაზიანებულა. აგრეთვე, ზაქარიაძის ქუჩაზეც ხეს მოტყდა ტოტები“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები