“თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი – მთელი ოჯახი ”ჰამასის” ტერორისტებმა დახოცეს” – ისრაელის საელჩო
საქართველოში ისრაელის საელჩო ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპული ადამიანების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მათ გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი.
მთელი ოჯახი ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს. სიტყვები უძლურია.
ნათელში იყოს მათი ხსოვნა”, – წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.