ჭიათურაში სახალხო დღესასწაული ,,ჭიათურობა-2023” აღინიშნა

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული ,,ჭიათურობა-2023” აღინიშნა.
ქალაქის მთავარ დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მთელი დღის განმავლობაში პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით: თეატრალიზებული წარმოდგენებით, სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობებით, გამოფენებით, ფლეშმობებით.
გაიხსნა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და მუზეუმი. მუზეუმის კოლექცია მრავალფერივანია და მოიცავს არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას, ნუმიზმატიკას, წერილობით და ფოტო-მასალებს.
ახალ სივრცეში განთავსდა რუკა, სადაც ტურისტებს თვითონ შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი ლოკაცია.
საღამოს კულმინაცია ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დასახელება გახლდათ.
წელს ეს საპატიო ტიტული მიენიჭათ:
ნანა იოსელიანს- ცნობილ მოჭადრაკეს,საქართველოში ქალთა ჭადრაკის ეპოქის ერთ-ერთი შემქმნელს.
მერაბ გოცაძეს-მეცნიერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს.
ლევან სამყურაშვილს- მომღერალს, საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ-„რუსთავის“ ყოფილ სოლისტს, ბატონ ლევანს დღესაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული ფოლკლორის განვითარებაში და ქართულ ხალხურ სიმღერებსა თუ საგალობლებს ჩვენი ფოლკლორით დაინტერესებულ უცხოელებს ასწავლის.
ლუდა ნადირაძეს -ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის წარმატებულ დირექტორს და პედაგოგს,რომელმაც ნიჭიერ მუსიკოსთა თაობები აღზარდა და დღესაც ზრდის.
იური ბიწაძეს – აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, ქართული თეატრის ამაგდარს და ღირსების ორდენის კავალერს
თეიმურაზ ლორთქიფანიძეს – საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს.ჭიათურაში კრივის ფუძემდებელს.
ალექსანდრა ( საშა ) პაპიძეს- არაერთი თაობის აღმზრდელ ღვაწლმოსილ პედაგოგს.
გოჩა ნადირაძეს-ქალაქის კოლორიტს.
ზაურ ცერცვაძეს – მშენებელ-ინჟინერს, თვითნასწავლ მხატვარს,მწერალს.მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“წოდება.
საპატიო ჭიათურელები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ და საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ დააჯილდოვეს.
„ჭიათურობა 2023“ სადღესასწაულო კონცერტით გაგრძელდა , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს:ანრი ჯოხაძემ,ნინი ბადურაშვილმა,ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა.
ღონისძიება დიჯეი – LK -ის გამოსვლით დასრულდა.

ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები