ირაკლი კობახიძე – მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სახიფათო ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა, ასევე ორი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოები ქვემო ქართლსა და სამეგრელოში

მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების სახიფათო ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოეწყო სარკოფაგი 50 500 მეტრი კუბის მოცულობის დარიშხანის შემცველი ნარჩენების კონსერვირებისთვის.

„მიმდინარეობს ორი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო სამუშაოები ქვემო ქართლსა და სამეგრელოში.

მიმდინარეობს ოთხი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ეს ფარავს შემდეგ რეგიონებს: მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები