დავით მათიკაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პოლიტიკური გასვენების ინსცენირებას ახდენს

“ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პოლიტიკური გასვენების ინსცენირებას ახდენს! – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ერთობა უკვე ჩამოექცათ და ეს ყველაფერი საზოგადოებამ შეუიარაღებელი თვალით იხილა.

„რადიკალებში და აგენტურაში სრული ქაოსია – ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი ქვეყნის დაზიანებას, არ ყოფნით არც ადამიანური რესურსი, არც ნდობა. პოლიტიკურად გაცვეთილი სახეები ჰყავთ, რომლებიც დღეს ერთმანეთის დაბრალებაში არიან გაწაფულნი – საზოგადოებას თავს მხოლოდ ამით ამახსოვრებენ. რა თქმა უნდა, ის ე.წ. ერთობა უკვე ჩამოექცათ და ეს ყველაფერი საზოგადოებამ შეუიარაღებელი თვალით იხილა. კიდევ ერთი ფანჩატურის შეკოწიწებით სურდათ ქვეყნის დაზიანება და ეს ყველაფერი თავზე ექცევათ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკუთარი პოლიტიკური გასვენების ინსცენირებას ახდენს. ეს კარგია ისევ და ისევ საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის თვალსაზრისით”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები