14 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში „ქართული კინომუსიკის შედევრები“ ბრუნდება
14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, კონცერტი – „ქართული კინომუსიკის შედევრები“ გაიმართება. ინფორმაციას ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს.
„14 ოქტომბერს ზუსტად ერთი წელი გადის, რაც საზოგადოებას ახალი პროექტი “მეხსიერების ბარათი N2” წარვუდგინეთ.
„14 ოქტომბერს ზუსტად ერთი წელი გადის, რაც საზოგადოებას ახალი პროექტი “მეხსიერების ბარათი N2” წარვუდგინეთ.
ჩვენი კლასიკოსების მიერ ქართული კინოსთვის შექმნილი მუსიკა ყველაზე მეტად შეესატყვისა ჩვენი შემოქმედებითი გუნდის დღევანდელ განცდებს, ფიქრებსა და სათქმელს.
ერთი წლის განმავლობაში მუსიკალური წარმოდგენა 9-ჯერ გავმართეთ და უკვე 18.000-ზე მეტ მაყურებელს ვუმასპინძლეთ.
ვფიქრობდით, პროექტი სცენაზე მხოლოდ საახალწლოდ დაგვებრუნებინა, თუმცა ბოლოს მაინც მოგვინდა თქვენთან ერთად ჩვენი „მეხსიერების ბარათის” დაბადების დღის აღნიშვნა და 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, კვლავ გიმასპინძლებთ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კინომუსიკის შედევრების მოსასმენად – საქართველოს ეროვნული ორკესტრისა და ბწყინვალე სოლისტების მონაწილეობით!
იმედია, ჯერ კიდევ არის ირგვლივ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც აქამდე ვერ მოახერხა დასწრება, ან ვისაც განმეორებით მოუნდება ჩვენთან ერთად დარბაზში ყოფნა. მგონია, რომ ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი იქნება თქვენი მშობლებისთვის, უფროსი თაობისთვის ჩვენს კონცერტზე წამოყვანა, ხოლო შვილებისთვის ამას ერთგვარი საგანმანათლებლო ხასიათიც აქვს. ბევრისგან მსმენია, რომ სწორედ ჩვენი საღამო გახდა პატარებისთვის ქართული კინოთი დაინტერესების ერთგვარი ბიძგი.
ჰოდა, გელით 14 ოქტომბერს სულმოუთქმელად, სიყვარულით, ერთგულებით და თქვენთან შეხვედრის უდიდესი სურვილით“! – წერს ნიკოლოზ რაჭველი.