ოზურგეთში, წმინდა გიორგის ქუჩისა და სანაპიროს ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა

გურიაში, სტიქიის შედეგად ქალაქ ოზურგეთში, წმინდა გიორგის ქუჩისა და სანაპიროს ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების შეზღუდვა არ არსებობს და შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ალტერნატიული გზით, ე. თაყაიშვილის ქუჩის მიმართულებით.

„გუშინ წმინდა გიორგის და სანაპიროს ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ გამოურეცხა მისასვლელი გზა. უსაფრთხოების მიზნით ოპერატიულად განხორციელდა ხიდზე საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა. საავტომობილო მიმოსვლა სრულად თავისუფალი და უსაფრთხოა წმინდა გიორგის ქუჩიდან ე. თაყაიშვილის ქუჩის მიმართულებით.

უკვე განხორციელდა მერიის მიერ ხიდის პირველადი შეფასება. საპროექტო სამუშაოები მალე დაიწყება და მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა“, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები