გივი მიქანაძე: პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის ნომერ პირველი გარანტი, უხეშად და მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას
პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის ნომერ პირველი გარანტი, უხეშად და მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამ ადამიანმა აირჩია არა ნეიტრალიტეტი, კანონის უზენაესობა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირი, არამედ აირჩია გზა, რომელიც უშუალოდ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.