“უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ემსახურებოდა მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ჩვენი ნაბიჯებიც, ეს საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება ზიანის დადგომის პრევენციას. პროვოკაციებს, აფეთქებებსა და მკვლელობებს ვერ დაველოდებით და შემდეგ ვერ დავიწყებთ რეაგირებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა დაამტკიცონ.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ უსაფრთხოების სისტემა მუშაობს გამართულად და აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი დეზინფორმაცია., რომ უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. მიზანმიმართულად, ხელოვნურად გამოიწვიონ არა მარტო უნდობლობა ამ უწყების მიმართ, არამედ ზიზღი და სიძულვილი. იცით თუ არა, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ საკუთარ ოჯახებს, შვილებს, მშობლებს და ყველაზე მეტ დროს უთმობენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა გააკეთონ არის მათი შრომისა და საქმიანობის დაუფასებლობა და მინიმუმ დაუნახაობა, რასაც სამწუხაროდ ადგილი აქვს რადიკალების მხრიდან“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.