„ევროპალია – საქართველო“ – ფოთის თეატრი ჰოლანდიაში, დენ ჰააგში, სპექტაკლ „ფიროსმანს“ წარადგენს
ფოთის თეატრი „ევროპალია – საქართველოს“ ფარგლებში ჰოლანდიაში, დენ ჰააგში, სპექტაკლ „ფიროსმანს“ წარადგენს.
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ფოთის თეატრი კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიაზე“, ჰოლანდიაში, დენ ჰააგში (ჰააგა), მიემგზავრება. თეატრი „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლ „ფიროსმანს” წარადგენს.
შეგახსენებთ, წელს პირველად – საქართველო ფესტივალზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
ფოთის თეატრისთვის დიდი პატივია ქართული კულტურა წარადგინოს საერთაშორისო ასპარეზზე“, – ნათქვამია ფოთის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.