ნეპალში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნეპალში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

​ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 25 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ დიპაიალიდან 51 კილომეტრში იყო.​

ქალაქში, დაახლოებით 23,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

შესაძლო ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები