ევროკავშირი უკრაინას 5 მილიარდი ევროს ღირებულების ორმხრივ მრავალწლიურ პაკეტს სთავაზობს

European Union Foreign Policy Chief Josep Borrell speaks during a EU-Ukraine foreign ministers meeting, amid Russia's attack on Ukraine, in Kyiv, Ukraine October 2, 2023. Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მან უკრაინას 5 მილიარდი ევროს ღირებულების ევროპის სამშვიდობო ობიექტის ახალი ორმხრივი მრავალწლიური პაკეტი შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

„იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას წლის ბოლომდე მივაღწიოთ“, – აღნიშნა ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირი ერთიანი რჩება უკრაინის მხარდაჭერისადმი.

მანვე დასძინა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დღეს გამართულმა დისკუსიამ ხელი შეუწყო უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების უკეთ გააზრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები