აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

FILE PHOTO: The White House is seen at sunset on U.S. President Joe Biden's first day in office in Washington, U.S., January 20, 2021. REUTERS/Erin Scott

ამერიკის შეერთებული შტატები მალე უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, –  ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს დაადასტურებს მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას.

„ჩვენ მალე გამოვაცხადებთ უკრაინის დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რათა გამოვხატოთ ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ. თუ პუტინი ფიქრობს, რომ ჩვენზე დიდხანს გაძლებს, ის ცდება.

აი, ჩვენი გზავნილი პუტინს. პრეზიდენტმა 50-ზე მეტი ქვეყნისგან კოალიცია შექმნა. მან უკრაინის მხარდასაჭერად დახმარება გასწია. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა გააკეთა. 140-ზე მეტი ქვეყანა შევიკრიბეთ, რათა დავგმოთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ის, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოახერხა. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა დააკონკრეტა, რომ უკრაინას მხარს უჭერს ძალიან ძლიერი საერთაშორისო კოალიცია.

„და თუ პუტინი ფიქრობს, რომ მას ჩვენზე მეტხანს შეუძლია გაძლება, ის ცდება“, – დასძინა კარინ ჟან-პიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები