2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოხში მწერალი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი დაიბადა. დღეს იგი 69 წლის გახდებოდა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1979 წელს.
1977 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში; 1979 წლიდან იწყებს მუშაობას კინოსტუდია „ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად; 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს” (1980); წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა; გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი ხეობა” (1981), „თევზის წერილები” (1989), „შემინახე, დედაო მიწავ!” (1991), „სულეთის კიდობანი”, „არჩევნები სასაფლაოზე”; ლექსების კრებული „ბედი მდევარი”, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: „მგელი” (1988), „მღდვლის ცოდვა” (1990), „ადამიანთა სევდა” (1984), „სულეთის კიდობანი”.
გოდერძი ჩოხელმა გადაიღო თექვსმეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი.
მიღებული აქვს:
საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისთვის: „ცოდვის შვილები“;
გრან-პრი ფილმისათვის „ადგილის დედა“, ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.
„ვერცხლის ნიმფა” და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის „ცოდვის შვილები“ მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.
იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.
პრიზები საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის „ოქროს არწივის“ ფესტივალზე – 1992 წ.
გრან-პრი ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი“ ფილმისათვის „სამოთხის გვრიტები“ – 1997 წ.
პრიზი საუკეთესო სცენარისთვის ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი“ ფილმისათვის „ლუკას სახარება“ – 1998 წ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები