ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
CNN-ის ცნობით, ქალაქში ძლიერმა კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.
წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქალაქის ქუჩები, სარდაფები და შეფერხებულია მეტროს მუშაობა.
„ეს საფრთხის შემცველი მდგომარეობაა და ის არ დასრულებულა“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.
როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად ბრუკლინის და მანჰეტენის რაიონები დააზარალა.
სინოპტიკოსების თქმით, ქალაქში სამ საათში ერთი თვის ნორმა ნალექი მოვიდა.
საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა დატბორილი სარდაფებიდან 6 ადამიანი ამოიყვანეს. მსხვერპლის ან დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.