აზერბაიჯანმა გაეროს მისია ყარაბაღში მიიწვია

აზერბაიჯანმა გაეროს შესაბამისი სტრუქტურები ყარაბაღის რეგიონის მოსანახულებლად მიიწვია.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სომხეთი დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა ან ზღუდავდა საერთაშორისო მისიების გამგზავრებას აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გასცნობოდნენ უკანონო ქმედებების შედეგებს, მათ შორის, ოკუპაციას, განადგურებას, უკანონო ჩასახლებას.

ამავდროულად, შეზღუდული მისიების შემდეგაც კი, სომხეთი ან იგნორირებას უკეთებდა მათ დასკვნებს, ან ამახინჯებდა მათ.

„უმოქმედობის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შემდეგ, აზერბაიჯანმა გაეროს შესაბამისი სტრუქტურები ყარაბაღის რეგიონში მოსანახულებლად მიიწვია“, – განაცხადა აიხან ჰაჯიზადემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები