პაკისტანში მეჩეთთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციის ქალაქ მასტუნგში მეჩეთთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა, 50-მდე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ გაზეთი Dawn-ი წერს.

ინფორმაციას ოლქის საავადმყოფოში ადასტურებენ.

დაღუპულთა შორის პოლიციის უფროსის მოადგილეც არის.

აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

დღეს ასევე აფეთქება პაკისტანის კიდევ ერთ პროვინციაში – ჰაიბერ პახტუნხვაში, ჰანგუს რაიონის მეჩეთში მოხდა, რასაც, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, აფეთქების შედეგად მეჩეთის სახურავი ჩამოინგრა და ნანგრევებში შესაძლოა, 30-40 ადამიანი იმყოფებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები