პაკისტანში, პროვინცია ბელუჯისტანშის ქალაქ მასტუნგის მეჩეთთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.
100-ს გადააჭარბა ასევე დაშავებულთა რიცხვი.
ამის შესახებ პორტალი Dawn-ი წერს.
მანამდე, 13 დაღუპულის და 70-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.
აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილობრივები მეჩეთთან მავლიდის -მუჰამედის დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბა.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, ისევ უცნობია.