უკრაინა IAEA-ს მმართველთა საბჭოს წევრი გახდა

უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ​მმართველთა საბჭოში 10 სხვა სახელმწიფოსთან ერთად აირჩიეს.

ამის შესახებ IAEA-ს განცხადებაშია ნათქვამი.

35 წევრისაგან შემდგარი IAEA-ს მმართველთა საბჭო 2023-2024 წლებს პერიოდისთვის 11 ქვეყნის წარმომადგენელი იქნა არჩეული.

საბჭოს ახლად არჩეული წევრები გახდნენ: ალჟირი, სომხეთი, ბანგლადეში, ბურკინა ფასო, ეკვადორი, ინდონეზია, კორეის რესპუბლიკა, ნიდერლანდები, პარაგვაი, ესპანეთი და უკრაინა.

ორგანიზაციის მმართველთა საბჭო არის ორი მმართველი ორგანოდან ერთ-ერთი, რომელიც კურირებს ფინანსურ საკითხებს, უსაფრთხოების სტანდარტებს და ასევე ნიშნავს სააგენტოს გენერალურ დირექტორს.

„მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს განაცხადს. უკრაინა რჩება საიმედო საერთაშორისო პარტნიორად ბირთვული ენერგეტიკის სფეროში და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა გავაძლიეროთ IAEA-ს მნიშვნელოვანი როლი და გავაძლიეროთ ბირთვული უსაფრთხოება და დაცულობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საკითხის კომენტირებისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სადგური უკრაინის სრული კონტროლის ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები