28 სექტემბრის 22:00 საათის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობა 78 354-მდე გაიზარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა.
სომხეთის მთავრობის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ყველას, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, მთავრობა შესაბამისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.
მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა აღრიცხვა და დათვლა კვლავ გრძელდება.