კახა ლომაია – გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია გუბაზ სანიკიძის განცხადებას ეხმაურება. მოსაზრებას ლომაია სოციალურ ქსელში ავრცელებს. “ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში ირანთან არანაირი – არც სერიოზული და არც არასერიოზული ურთიერთობა არ გვქონია”, – უთქვამს ირანიდან ჩამოსულ გუბაზ სანიკიძეს. ამას ამბობს იმ პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ირანიდან ტურისტების რაოდენობა გააათმაგა, ორმხრივი თავისუფალი სავიზო რეჟიმი დააწესა, ათეულმილიონიანი ინვეტსიციები მოიზიდა, რუსეთის მიერ ჩვენი გაზსადენის აფეთქების შემდეგ, ირანიდან გაზის მიღება შეძლო, საქართველოს ლიდერი პირველად ჩაიყვანა ფერეიდანში და სხვ… მეორე მხრივ, ამას ამბობს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ისევ სავიზო რეჟიმი შემოიღო, ირანელი ბიზნესმენები შეზღუდა, ირანელი ტურისტების რაოდენობა და ირანული ინვესტიციების მოცულობა შეამცირა. მართლაც და, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო”, – წერს კახა ლომაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები