1-ელ ოქტომბერს თბილისში კონცერტს ბრუნო მარსი გამართავს
„წლის ყველაზე დიდი კონცერტისთვის აქტიურად ვემზადებით. ბრუნო მარსი თბილისში ჩამოდის და 1-ელ ოქტომბერს „დინამო არენაზე“ კონცერტს გამართავს“, – წერს „ბლექ სი არენა“ .
პოპულარული ამერიკელი მომღერალი თბილისში პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში ჩამოდის.
კონცერტი დაიწყება 1-ელ ოქტომბერს, 21 საათზე, კარი გაიღება 17 საათიდან.
„15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი Bruno Mars, თანამედროვე შემსრულებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია.
პოპ მუსიკის, R&B-ის, ფანქის და სოულის სინთეზით ამერიკელი მუსიკოსი სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა“, – ინფორმაციას ავრცელებს „ბლექ სი არენა“.