„ავი მუსაიფი“ და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მიმდინარე კვირის აფიშა

1 ოქტომბერს,19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში „ავი მუსაიფი” დაიდგმება. სპექტაკლის პრემიერა ივლისში გაიმართა. სეზონის დაწყებასთან ერთად კი, დღევანდელობისთვის ასე აქტუალური „ავი მუსაიფი“ ისევ სცენაზეა.
სპექტაკლში იხილავთ ნაცნობ  და უცნობ მეფე ერეკლეს, ორი შემსრულებლით – ნიკოლოზ ფაიქრიძე და დავით ხახიძე.
„სპექტაკლი „ავი მუსაიფი“ ძალიან მნიშვნელოვან მიზანსა და პასუხისმგებლობას იკისრებს. რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მსახიობებთან ერთად გვესაუბრება საქართველოს მნიშვნელოვან და ამავდროულად ტკივილით აღსავსე წარსულზე.
წარმოდგენაში ვხედავთ ერეკლე II-ის მეფობის თავგადასავალს, სადაც აშკარად იკითხება შემქმნელთა სიყვარული ერეკლე მეფის მიმართ. სპექტაკლი სავსეა იმდროინდელი ეპოქის ისტორიული პერიპეტიებით, თუმცა ფორმა, რომელიც რეჟისორმა მაყურებელთან საკომუნიკაციოდ აირჩია, ცხადად გვაჩვენებს დღევანდელობის ურთულეს პრობლემებსაც, როგორიცაა სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, სიყვარულისა და სიძულვილის შეჯახება, რწმენის მომლოდინე იმედგაცრუება, ერთგულების ფასეულობა, ღალატი, ომი, ადამიანური ღირებულებები, პატრიოტიზმი და სარწმუნოების მნიშვნელობა“, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მიმდინარე კვირის აფიშა:
28 სექტემბერი 19:00 – „მე ვხედავ მზეს”;
29 სექტემბერი 19:00 – „ფრთხილად ადამსები”;
30 სექტემბერი 13:00 – „თაგუნები და ყველი”;
30 სექტემბერი 16:00 – „თქვენთანაც აბრახუნებენ?!”;
30 სექტემბერი 19:00 – „ურჩხული და ლამაზმანი”;
1 ოქტომბერი 13:00 – „წითელკანიანთა ბელადი”;
1 ოქტომბერი 16:00 –  „წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი”;
1 ოქტომბერი 19:00 – „ავი მუსაიფი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები