„IN C – თბილისი“ – ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი გაიმართება
27, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე,InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმა და სამეფო უბნის თეატრი წარმოადგენს საშა ვალცის ქორეოგრაფიაზე შექმნილ ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლს „IN C – თბილისი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი IN C „საშა ვალცი & სტუმრების“ ცეკვის კომპანიის ინოვაციური არტისტული პროცესის შედეგია, რომელიც ამერიკული მინიმალიზმის ფუძემდებელი კომპოზიტორის, ტერი რაილი ამავე სახელწოდების ნაწარმოებზეა შექმნილი. საშა ვალცმა და მისმა მოცეკვავეებმა განავითარეს ექსპერიმენტული ქორეოგრაფიული მასალა, რომელიც იმეორებს მუსიკალური ნაწარმოების ცვალებად სტრუქტურას. IN C დაუსრულებელი სასცენო წარმოდგენაა, რომლის ქორეოგრაფია იბადება მაყურებლის თვალწინ, აქ და ამჟამად.
„IN C- თბილისი“ სპექტაკლის ინკლუზიური ვერსიაა, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოში მოღვაწე შეზღუდული შესაძლებლობის და ტიპური განვითარების მქონე მოცეკვავეები.
სპექტაკლი შექმნილია „InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმის“ მიერ. პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ ადამიანების ინტეგრაციას სახელოვნებო პროცესებში, დაეხმაროს მათ პროფესიულ განვითარებაში და ჩართოს ინკლუზიური ელემენტი ქართულ და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებს შორის დიალოგში.
კონცეფცია, ქორეოგრაფია: საშა ვალცი;
მუსიკა: ტერი რაილი;
კონცეფცია, დრამატურგია: იოხენ ზანდიგი;
ინკლუზიური ვერსიის ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე;
სცენოგრაფი: ქეთი ნადიბაიძე;
სცენოგრაფის ასისტენტი: ილია ქორქაშვილი;
კოსტიუმის დიზაინი: ჟასმინ ლეპორი;
ფოტო: პატრიცია ლოპეს კალვო;
იდეის ავტორი, კურატორი: მაკა ჩხაიძე.
მონაწილეობენ: მარიამ ბერიკელაშვილი, ლევან გოცაძე, ანნა გუმანიუკ, ნინო დავითური, ნინო ლებეშევა, თამარ ნავერიანი, თომა ომანაძე, მარია შალაგინა, ვალერია ხრიპაჩი, ვერონიკა ტიხონოვა, ნათია ჩიკვაიძე, თამარ ჩხეიძე.