„ეკვილიბრიუმი“: გურიის სოფელ ვაკიჯვარში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა
გურიის სოფელ ვაკიჯვარში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ჩვენი ფონდის მხარდაჭერით, გურიის სოფელ ვაკიჯვარში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა. გიორგი კეკელიძის თქმით, აღნიშნული სივრცე ლიტერატურის გავრცელებისა გარდა, ხელმისაწვდომი საჯარო ლექციების, წარდგენებისა და ფოლკლორული კონცერტების მსურველებისთვის იქნება
ურემის ფორმის ბიბლიოთეკა პირველია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჩვენი ფონდის პარტნიორობით გაიხსნა. საგანმანათლებლო პროგრამა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, სკვერის მომდევნო ბიბლიოთეკა რაჭა-ლეჩხუმის მხარეში გაიხსნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.