ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის დღიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, სოფელ რაჭისუბანში მდებარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მემორიალთან ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა, სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. აფხაზეთის ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირებს პატივი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიაგეს.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 ლარის ოდენობით გაეწიათ. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაეშვა.

„30 წლის წინ, 13-თვიანი ომის შემდეგ, ქალაქი სოხუმი დაეცა, რამაც ჩვენს გულებში ტკივილი დატოვა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3 გმირულად დაიღუპა, 13 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ მეომრების თავდადებას ჩვენ არასდროს დავივიწყებთ. დღეს მათ მივაგებთ პატივს და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ამ გმირების ხსოვნა მომავალ თაობებსაც გადავცეთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები