ვლადიმერ ბედუკაძე ნინო ბურჯანაძის აზრს იზიარებს – „ვიყვიროთ რამდენიც გვინდა ნატო და კატო“
-
“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოს წევრი ქვეყანა ვერ გახდება, რაც მისივე განმარტებით, სამიტზეც გამოჩნდა, “ციხის სკანდალური კადრების” ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე ეხმაურება.
როგორც ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ნინო ბურჯანაძის განცხადება რეალობაა, რომელიც უკვე ორ ათეულ წელზე მეტია არსებობს.
ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს განცხადება არის სრული რეალობა! ქართველებს ხშირად გვიჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება. ეს რეალობა არსებობს აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია. განსაკუთრებით ყურადსაღებია 2010 წლიდან, როდესაც რუსეთმა სამხედრო დოქტრინაში ნათლად მიუთითა, რომ იგი არ დაუშვებს მისი საზღვრების სიახლოვეს რომელიმე ქვეყნის, მით უფრო, ნატოს სამხედრო ბლოკის წევრობას. ვიყვიროთ რამდენიც გვინდა ნატო და კატო, არავის არაფერში ვჭირდებით. იგონებენ ახალ -ახალ დონეებს და მექანიზმებს. ჩვენი გულისთვის ევროპა და მითუმეტეს ამერიკა რუსეთთან ახალ მსოფლიო ომს არ დაიწყებს. გაგვწირავენ, როგორც 2008-ში. წააქეზეს მურიას მსგავსად. გაგვწირავენ, როგორც გაწირეს უკრაინა. ველოდოთ რუსეთის “ჩამოშლას” და ამ ლოდინში ისევ ქართული ანდაზის არ იყოს “სანამ პავლე მოვიდოდეს” მსგავსად არ დაგვემართოს“, – წერს ბედუკაძე.