გივი მიქანაძე და ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრი, ვლადიმერ კახაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ და აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეპუტატები მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობას გაეცნენ და აკადემიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
გივი მიქანაძემ აკადემიის წარმომადგენლებს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება მეცნიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა.
შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი – რამაზ ხუროძე და აკადემიის აკადემიკოს-მდივანი – ვლადიმერ პაპავა.