რატი იონათამიშვილი: ზურაბიშვილი თავის საერთაშორისო ვიზიტებს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი დააზიანოს
“უკვე ფაქტებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ზურაბიშვილი თავის საერთაშორისო ვიზიტებს იყენებს იმისთვის, რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის ევროპული არჩევანი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ მოლდოვას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ სანქციებს არ არის შეერთებული რუსეთის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, როდესაც, მისი საუბრის შედეგად, მსგავსი მესიჯები ისმის საქართველოს წინააღმდეგ და მისამართით, ეს ცხადყოფს, რომ მისი სასაუბრო არის ის, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით – ასეთი ლექსიკით მოსაუბრე პრეზიდენტი შეუძლებელია, საქართველოს ინტერესებს იცავდეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.