ეკა ბესელია გიგი უგულავას სახელით გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება – განსაკუთრებით საინტერესო იყო ის აქცენტები…
არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების მიღმა, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას გააკეთა.
ბესელია დღეს მედიაში გიგი უგულავას სახელით გავრცელებული მიმართვის საკითხსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ყოფილი მერი თანაგუნდელებს ქვეყანაში პროვოკაციების მოწყობისკენ მოუწოდებს.
“მე სულ ცოტა ხნის წინ მქონდა საუბარი შს სამინისტროს ხელმძღვანელებთან ამ საკითხზე, ბუნებრივია, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია მთავარი უფლების და ბალანსის დაცვა, ერთის მხრივ ეს არის საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა და მეორეს მხრივ ეს არის ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა, რომლის ხარჯზე ბუნებრივია, არ უნდა მოხდეს არცერთი ღონისძიების გატარება. არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების მიღმა. იმიტომ, რომ საზოგადოების განცდა, ჰქონდეს მას უსაფრთხოების შეგრძნება და მეორეს მხრივ პრევენციული ღონისძიებები, უნდა განხორციელდეს კანონის სრული დაცვით და ემსახურება ერთ მიზანს, რომ საზოგადოება დაცულად გრძნობდეს თავს და ამ ყველაფერს დავაკვირდებოდი იმ წერილის ჭრილში, რომელიც გამოქვეყნდა უგულავას მიერ, სადაც განსაკუთრებით საინტერესო იყო ის აქცენტები, რომელიც კეთდება, როგორ უნდა მოხდეს ხელოვნურად სიტუაციის ესკალაცია და პროვოკაციული ფონის შექმნა. რა თქმა უნდა, გარკევეული დისკომფორტი არის, როდესაც ქუჩაში გაჩერებენ და გამოწმებენ, ბუნებრივია, ეს ვერ გაგრძელდება მუდმივად, ეს არის დროებითი ღონისძიება. სადაც მოხდა გადაცდომები, უნდა მოხდეს ამ საქმის შესწავლა და რეაგირებაც მოხდება”, – წერს ბესელია ფეისბუქზე.