გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ სახელი დარჩა, მაგრამ ერთიანი მოძრაობა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს

“ნაციონალური მოძრაობა“ სახელი დარჩა, მაგრამ ერთიანი მოძრაობა, როგორც ასეთი, აღარ არსებობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობაში” ცუდი ის არის, რომ არავინ არ ემიჯნება იმას, რასაც დანაშაული ჰქვია.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ასეთი, სახელი დარჩა, მაგრამ როგორც ასეთი ერთიანი მოძრაობა აღარ არსებობს. ცუდი ის არის, რომ არავინ არ ემიჯნება იმას, რასაც დანაშაული ჰქვია, მძიმე დანაშაულების პერიოდს, ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, ვინ უფრო მეტ რესურსს ფლობს ქვეყნის დესტაბილიზაციისათვის. ერთნი, რომელიც ყრილობას ატარებენ და უნდათ შემოაბრუნონ სიტუაცია, თუ მეორენი, რომლებმაც ყრილობა უკვე ჩაატარეს და აირჩიეს ლევან ხაბეიშვილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები