გიორგი ვოლსკი: ფორმულა, რომელსაც ზურაბიშვილი საზოგადოებას სთავაზობს, მიუღებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკის განცხადებით, ფორმულა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სთავაზობს, მიუღებელია.
“ფორმულა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს, არის მიუღებელი და გაუგებარი და პირდაპირ მიმართულია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
ასეთ ფორმულას – რომ საზოგადოებას ეკუთვნის, ხოლო მისი უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას არაფერი ეკუთვნის, ეს არის მიუღებელი და გაუგონარი ფორმულა, რომელიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.