დიმიტრი ხუნდაძე: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კერძო ვიზიტებს ახორციელებს

“სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კერძო ვიზიტებს ახორციელებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს.

მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კერძო ვიზიტებს ახორციელებს. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ვფიქრობ, ის უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის უმთავრესი გარანტი. ასეთი ნაბიჯები კატეგორიულად მიუღებელია და ამიტომ იყო სამართლებრივი რეაქცია პარლამენტის მხრიდან. ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და მისი პასუხის მიხედვით იქნება შეფასებებიც და ქმედებებიც“, – აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები