დღეს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტზე იმსჯელებენ

2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. დღეს ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში იმსჯელებენ.

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ის ნაცვლად 6.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, პროექტში გათვალისწინებულია ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა 256.7 მლნ ლარით.

ბიუჯეტში შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც. იზრდება თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ბიუჯეტში ცვლილება, მთავრობის სწორი და წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები