ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რა მძიმე არჩევანია – მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი

ბოლო წელიწად-ნახევარია, რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არც ერთხელ არ გვქონია 50 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი და ჩვენი მაჩვენებელი 50 პროცენტს კარგად იყო აცილებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ეს მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რადგან ადამიანები ხედავენ ყველაფერს. ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას, ვიდრე თავის დროზე, თუნდაც მელიას აძლევდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის ერთი უბედურება და მეორე მხარეს მელიაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება, კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები