ხერტ იან კოპმანი: რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის
რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოპმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ამჯერად ბრიუსელში და გავაგრძელებთ დისკუსიებს ძირითადი ზომების შესახებ, რაც საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია განახორციელოს 12 პრიორიტეტის წინსვლისთვის.
რეფორმები და მათი განხორციელება კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის“, – დაწერა კოპმანმა Twitter-ზე.
Good to meet you again Foreign Minister, @iliadarch, this time in Brussels, and continue our discussions on key measures 🇬🇪#Georgia can still take to advance on the 12 priorities.
Reforms & implementation remain important for 🇬🇪’s 🇪🇺#EU agenda. pic.twitter.com/5Myh8MIXH9
— Gert Jan Koopman (@GertJanEU) September 25, 2023