პრობაციონერებისთვის ტრენინგი გადამდები დაავადებების პრევინციის საკითხებზე ჩატარდა

სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პრობაციონერებისთვის ტრენინგი გადამდები დაავადებების პრევინციის საკითხებზე ჩატარდა.
სააგენტოს ინფორმაციით, პრობაციონერებმა სოციალური მუშაკებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია ჰეპატიტის პრევენციის, მისი სიმპტომებისა და შესაბამისი მედიკამენტების გამოყენების თაობაზე.
მათივე ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები ხშირად მონაწილეობენ სამედიცინო ხასიათის პროფილაქტიკურ და საინფორმაციო ღონისძიებებში, რაც სხვადასხვა დაავადების პრევენციას და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები