“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა რაიმე ფორმით საომარ მოქმედებებში არ იყოს ჩართული” – ირაკლი ქადაგიშვილი
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა რაიმე ფორმით არ გახდეს საომარი მოქმედებების ველი, შენარჩუნდეს მშვიდობა, განვითარება და სწორედ ესაა, რაც,ვსაბოლოოდ, ჩვენ ევროინტეგრაციამდე მიგვიყვანს“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„არიან ადამიანები, იმიტომაც ვუწოდებთ, „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც ვერ აუტანია ის, რომ საქართველო გეოპოლიტიკური დიდი დაპირისპირების დროს მშვიდობას ინარჩუნებს, მყარად უჭერს საერთაშორისო საზოგადოებას მხარს, უკრაინას, მაგრამ მშვიდობას ინარჩუნებს თავის ქვეყანაში. აგრძელებს ქვეყნის განვითარებას და თუ ობიექტური შეფასებებით ვიმსჯელებთ, ძალიან ახლოსაა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.
სწორედ, ამას ებრძვიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა რაიმე ფორმით არ გახდეს საომარი მოქმედებების ველი, შენარჩუნდეს მშვიდობა, განვითარება და სწორედ ესაა, რაც, საბოლოოდ, ჩვენ ევროინტეგრაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.