“ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ქვეყანაში მზარდია, შეფერხდეს და ჩამოიშალოს” – ირაკლი ქადაგიშვილი
„რადგან ხალხი პროვოკაციულ პოლიტიკას არ ჰყვება, ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ქვეყანაში მზარდია, შეფერხდეს, ჩამოიშალოს და ამან გამოიწვიოს სოციალურ ნიადაგზე ხალხში უარყოფითი განწყობების ზრდა“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა მოქმედება გატარდა ისე, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მყარია და არანაირი საფრთხე ინფლაციას თუ ლარის კურსს არ ემუქრება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.