“პრეზიდენტი გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში აღარ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე” – ირაკლი ქადაგიშვილი

“სამწუხაროდ, უკვე დადასტურებულია, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში აღარ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ „ქრონიკას” პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

„როდესაც იუსტიციის სამინისტრომ, როგორც კი გახდა საჯარო, რომ ფარცხალაძეს ჰქონია რუსეთის მოქალაქეობა, დაიწყო მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა და ეს მასალა, რომელსაც თითქოს თვითონ პრეზიდენტი ითხოვდა, გადასცა მას, თუმცა ხელს არ აწერს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები