მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: მათი გეგმის მიხედვით საქართველოს ფინანსური სისტემა უნდა ჩამოშლილიყო, სისტემაც სწორად დავალაგეთ და პრევენცია მოვახდინეთ
მათი გეგმის მიხედვით საქართველოს ფინანსური სისტემა უნდა ჩამოშლილიყო. ჩვენ სწორად მივიღეთ კანონი. სისტემაც სწორად დავალაგეთ და პრევენცია მოვახდინეთ. ეს სისტემა არ ჩამოიშალა. ამაზე ნერვიულობენ ახლა, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ეროვნულ ბანკში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.
„როდესაც ასე მარტივად გადაივლის-ხოლმე ამბები, თითქოს არაფერი მომხდარა, არადა, რამდენი რამ, რამდენი გათვლა სჭირდება, მათ შორის, პოლიტიკური, ანტისაბოტაჟურ მოქმედებებსა და პრევენციულ ღონისძიებებს. პრევენცია იყოს სწორედ, რამდენიმე თვის წინ თავი რომ გაიგიჟეს და ვერავინ ხვდებოდით, რატომ იგიჟებდნენ თავს, თურმე ეს გეგმა ჰქონდათ. წინასწარ რაღაცები შესაძლოა, იცოდნენ კიდევაც, სანქცირება და ასე შემდეგ. ამ გეგმის მიხედვით საქართველოს ფინანსური სისტემა უნდა ჩამოშლილიყო. ჩვენ სწორად მივიღეთ კანონი. სისტემაც სწორად დავალაგეთ და პრევენცია მოვახდინეთ. ეს სისტემა არ ჩამოიშალა. ამაზე ნერვიულობენ ახლა, იმდენად შოკში არიან, რომ პრეზიდენტი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე არ იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მდინარაძემ.