მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ლევან დავითაშვილს პრაქტიკულად არ უსმენს, რამდენიმე ადამიანია დარბაზში და რაღაც გეგმებს ალაგებენ

მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს იმაზე, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს ააგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში გამოსვლას არ უსმენს.

„ლევან დავითაშვილს პრაქტიკულად არ უსმენს ოპოზიცია. რამდენიმე ადამიანია დარბაზში და რაღაც გეგმებს ალაგებენ. იქვე იგრძნობა, ისე გოიმურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაც მითითებებს აძლევენ ერთმანეთს და დიდი ფუსფუსი აქვთ გაჩაღებული. როგორც ჩანს რაღაცას მოაწყობენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. არ აინტერესებს ამ ხალხს არანაირი თემა. ანაკლიაზე ვლაპარაკობთ და ნატოს წყალქვეშა ნავები უნდა განვათავსოთ იქო, რომან გოცირიძე ლაპარაკობს. არასერიოზული ხალხია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს იმაზე, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს ააგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს. ის სპექტაკლი, რაც დღეს უნდა მოაწყონ, აი, ამ ამორალურობის ხარისხის პიკს აღწევს, რომ ამასთან დაკავშირებითაც კი შეუძლიათ თავისი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იზრუნონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები