“ტრაგედიით სარგებლობა ყველაზე დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება, ადამიანმა მოიფიქრო და ამას ახერხებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები” – მამუკა მდინარაძე

“ტრაგედიით სარგებლობა ყველა დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება, ადამიანმა მოიფიქრო და ამას ახერხებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მათ ინფორმაცია აქვთ და დღეს ალბათ კიდევ ერთხელ მოისმენენ, თუ რა მდგომარეობაში ამოჰყავდათ მაშველებს გარდაცვლილი ადამიანები {შოვში}, რამდენად მყისიერი იყო თუ არა ადამიანების გარდაცვალება იმ უდიდესი ტრაგედიის დროს და ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარს რომ აგრძელებენ, ამაზე დიდი ამორალურობის წარმოდგენა შეუძლებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები