“მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე და ამერიკელი პარტნიორებისგან მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის” – გივი მიქანაძე ფარცხალაძეზე

“მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას, ფარცხალაძეზე მაქვს საუბარი. მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე და ამერიკელი პარტნიორებისგან მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენი რადიკალი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ აშშ-ის კონკრეტული უწყების განცხადება უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მაღლა დგას რანგით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გვავალდებულებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დავიცვათ. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული მტკიცებულებები იქნეს წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, გამოძიებაც არის დაწყებული, მაგრამ გამოძიებას რომ რაიმე ხელმოსაკიდი ჰქონდეს, მაშინ დღეს, ალბათ, სხვა ზომები იქნებოდა კანონის ფარგლებში მიღებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები